ევროპის ჩემპიონატი - მოკრივეების 3 გარანტირებული მედალი მონტენეგროდან
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატი - მოკრივეების 3 გარანტირებული მედალი მონტენეგროდან

 მონტენეგროში მიმდინარე კრივის ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე გიორგი ჟორჟოლიანი, გიორგი საჯაი და ლაშა გაგნიძე ნახევარფინალში გავიდნენ. სამივე ქართველმა მოკრივემ ბრინჯაოს მედლები გაინაღდეს და ოქროსთვის ასპარეზობს განაგრძობენ.

54 კილოგრამ წონით კატეგორიის მეოთხედფინალში საჯაიმ თურქი მეტოქე კაია ტოლგა დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე აზერბაიჯანელ კამილ ბაბაიევს დაუპირისპირდება.

63.5 კილოში რუს მეტოქესთან მაგომედ მამაევთან იოლი გამარჯვება გაგნიძემ იზეიმა. ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ლაშა რუმინელ ანდრეი მუსტეტს შეხვდება.

71 კილოში კი გიორგი ჟორჯოლიანმა შვეიცარიელ ადამ მესიბას აჯობა და ნახევარფინალში ძალებს რუს დანილ პროკუდინთან მოსინჯავს.

კრივის ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური ორთაბრძოლები თბილისის დროით 20:00 დაიწყება.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები