ჩემპიონთა ლიგა -
Aa
Aa

ჩემპიონთა ლიგა - "დინამო" ჯგუფური ეტაპისთვის ემზადება

თბილისის „დინამო“ წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპისთვის ემზადება.

 საქართველოს ჩემპიონი A ჯგუფში უნგრეთის „ტელეკომ-ფერენცვაროშთან“, ესპანეთის „ბარსელონეტასთან“, საბერძნეთის „ოლიმპიაკოსთან“ და სერბეთის ორ გუნდთან, „ნოვი სადთან“ და „რადნიჩკისთან“ ითამაშებს.

ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე ოთხის ნაცვლად მხოლოდ სამი საუკეთესო გავა, რადგან „ნოვი სადს“როგორც ფინალური ეტაპის მასპინძელს, საგზური განაღდებული აქვს.

პირველ ტურში, 26 ოქტომბერს ქართველი წყალბურთელები სტუმრად „ოლიმპიაკოსთან“ ითამაშებენ. თბილისში მზადების ეტაპი გუნდმა უკვე დაასრულა და დღეს თურქეთში გაემგზავრება, სადაც ბერძნებთან თამაშამდე სამ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

რევაზ იმნაიშვილი - თბილისის "დინამოს" წყალბურთელი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები