პროკურორმა ბენზემასთვის 10-თვიანი პირობითი და 75 000 ევროს ოდენობის ჯარიმა მოითხოვა
Aa
Aa

პროკურორმა ბენზემასთვის 10-თვიანი პირობითი და 75 000 ევროს ოდენობის ჯარიმა მოითხოვა

ვერსალში მატიე ვალბუენას შანტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. რამდენიმე წუთის წინ, ცნობილი გახდა სასჯელი, რომლის დაკისრებასაც პროკურატურა კარიმ ბენზემაზე ითხოვს.

Get French Football News-ის ინფორმაციით, პროკურორმა მოითხოვა, რომ ფრანგ ფორვარდს 10-თვიანი პირობითი პატიმრობა შეეფარდოს და 75 000 ევროს ოდენობის ჯარიმა გადაიხადოს. ბენზემას ადვოკატი აცხადებს, რომ მისი კლიენტი უდანაშაულოა და პროკურატურა ცდილობს, ბუზი სპილოდ აქციოს.

შეგახსენებთ, რომ ბენზემა და ვალბუენა ერთად საფრანგეთის ნაკრებში თამაშობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, 33 წლის თავდამსხმელი მატიეს ფულის გადახდას აიძულებდა, რათა მისი ინტიმური ცხოვრების ამსახველი კადრები არ გავრცელებულიყო.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ ფრანგული პრესის ინფორმაციით, მაქსიმალური სასჯელი, რომელიც შესაძლოა, ბენზემამ მიიღოს 5-წლიანი პატიმრობა და ფულადი ჯარიმის სახით 75 000 ევროს გადახდა იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები