[კონფერენს ლიგა] ლეგიონის მიმოხილვა: კაჭარავამ გაატანინა, ხოჭოლავა პაოკ-ის წინააღმდეგ დამარცხდა
Aa
Aa

[კონფერენს ლიგა] ლეგიონის მიმოხილვა: კაჭარავამ გაატანინა, ხოჭოლავა პაოკ-ის წინააღმდეგ დამარცხდა

მიმდინარე საღამოს კონფერენს ლიგის მატჩები შედგა და გულშემატკივარმა ქართველი ლეგიონერების მატჩები იხილა.

ანორთოსისი v ფლორა

ანორთოსისმა საკუთარ მოედანზე ფლორა მიიღო და გამარჯვების შანსი ხელიდან გაუშვა (2-2). თემურ ქეცბაიას გუნდმა ორბურთიანი უპირატესობა პირველივე ტაიმში, დაახლოებით 3 წუთიან ინტერვალში მოიპოვა. ანორთოსისმა ესტონურ გუნდს 25-ე წუთზე გაუტანა (1-0), ხოლო 28-ე წუთზე ნიკა კაჭარავამაც გამოიჩინა თავი და თანაგუნდელს გაატანინა (2-0). 38-ე წუთზე ფლორამ ერთი ბურთი გაქვითა (2-1), ხოლო მე-80 წუთზე მაშინ, როცა ერთი შეხედვით მატჩის სცენარი აღარ უნდა შეცვლილიყო, ქულა გადაარჩინა (2-2).

შეხვედრაში მხოლოდ ერთი ქართველი ლეგიონერი ჩაერთო, რომელმაც მოედანი საგოლე გადაცემით, 59-ე წუთზე დატოვა, ხოლო გიორგი ლორია და ნიკა ნინუა სათადარიგოები იყვნენ.

3 მატჩის შემდეგ, ანორთოსისს მხოლოდ 1 ქულა აქვს და ჯგუფში ბოლო, მე-4 ადგილს იკავებს.

B ჯგუფში კიდევ ერთი ლეგიონერის, გიორგი ჩაკვეტაძის გენტია, რომელიც სერბულ პარტიზანს დღეს დაუპირისპირდება.

კოპენჰაგენი v პაოკი

დავით ხოჭოლავამ კოპენჰაგენის რიგებში სრული, თუმცა უიღბლო შეხვედრა გამართა (1-2). დანიურმა გუნდმა საკუთარ მოედანზე პაოკ-ი მიიღო. კოპენჰაგენმა თითქმის სრული შეხვედრა კაცნაკლულმა ჩაატარა - მე-9 წუთის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველის გუნდის მდგომარეობა დამძიმდა.

ქართველი ლეგიონერის გუნდმა ერთი ბურთის გაქვითვა მატჩის ბოლოს, მე-80 წუთზე შეძლო.

პაოკ-მა სტუმრად მნიშვნელოვანი 3 ქულა აიღო, რისი დახმარებითაც ჯგუფში გალიდერდა. F ჯგუფში კოპენჰაგენი პაოკ-ს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება. ამავე ჯგუფშია ჯაბა კანკავასა და გურამ კაშიას სლოვანი. ვლადიმირ ვაისის გუნდს მხოლოდ 1 ქულა აქვს და მე-3 ადგილს იკავებს.

გამოიწერე ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები