მამუკელაშვილის 12 ქულა NBA-ში - მოქმედი ჩემპიონის მძიმე მარცხი
Aa
Aa

მამუკელაშვილის 12 ქულა NBA-ში - მოქმედი ჩემპიონის მძიმე მარცხი

NBA-ში ''მაიამი ჰიტმა'' მოქმედი ჩემპიონი ''მილუოკი ბაქსი'' 137:95 დაამარცხა. სტუმართა შემადგენლობაში სანდრო მამუკელაშვილი პროდუქტიული იყო, მან პარკეტზე 27 წუთი და 20 წამი გაატარა, მის ანგარიშზე 12 ქულა, 4 მოხსნა და 1 გადაცემაა.

მამუკელაშვილს სასტარტო ხუთეულში არ უთამაშია, თუმცა პარკეტზე პირველ მეოთხედში გამოჩნდა. საინტერესოა, რომ პირველი მეოთხედის დასრულების შემდეგ ქართველის ანგარიშზე 4 ქულა და 4 მოხსნა იყო - საუკეთესო მაჩვენებელი ''მილუოკი ბაქსის'' მოთამაშეთა შორის.

მამუკელაშვილმა 12 ქულა ჩააგდო და ამ მაჩვენებლით თანაგუნდელთა შორის მესამე იყო, იანის ანტეტოკუნმპოს ანგარიშზე 15 ქულაა, გრეისონ ალენი 14 ქულით დაეხმარა სტუმრებს.

''მაიამი ჰიტისა'' და ''მილუოკი ბაქსის'' მიმოხილვა

NBA-ს მოქმედმა ჩემპიონმა 22 წლის ქართველი ფორვარდი გასულ დრაფტზე, 54-ე ნომრად აიყვანა.

შეგახსენებთ, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 75-ე სეზონი „მილუოკი ბაქსისა“ და „ბრუკლინ ნეთსის“ დაპირისპირებით გაიხსნა. „ბრუკლინისა“ და „მილუოკის“ მატჩი კალათბურთის ქართველი ქომაგისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო. „ბაქსის“ რიგებში ქართველმა მძიმე ფორვარდმა, სანდრო მამუკელაშვილმა ითამაშა და „მამუმ“ NBA-ში პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა. 22 წლის ქართველმა პარკეტზე 7 წუთი და 2 წამი გაატარა და 1 მოხსნასა და ამდენივე შედეგიან გადაცემას დასჯერდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები