ლუკა კურტანიძე:  ,,მინდა,  მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეული გამარჯვება სამშობლოს გავუზიარო
Aa
Aa

ლუკა კურტანიძე: ,,მინდა, მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეული გამარჯვება სამშობლოს გავუზიარო"

საბერძნეთში მიმდინარე ვეტერან მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე ლუკა კურტანიძემ საქართველოს ოქროს მედალი ზედიზედ მეოთხედ მოუპოვა.

ფინალურ შეხვედრაში კურტანიძემ ალი აბდულა გასემი საბურს აჯობა (4:0), თუმცა იქამდე, 100-კილოგრამ წონით კატეგორიაში, რუსი რუსლან ასუევი და ლატვიელი იგორს სამუსონოკსი დაამარცხა.

ლუკა კურტანიძე

მინდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეული ეს გამარჯვება თითოეულ თქვენგანს და ჩემს სამშობლოს გავუზიარო. ამ გამარჯვებაში ყველამ საკუთარი წვლილი შეიტანა.

საბერძნეთის ქალაქ ლუტრაკში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ასპარეზობა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა: ამირან წიქვაძე (70 კგ) და ლუკა კურტანიძე (100 კგ) მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ, მალხაზ როზომაშვილმა (78 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხდხოლო ბრინჯაოს მედლებს  გივი სიხარულიძე (-62 კგ) და შანშე ტლაშაძე (70კგ) დაეუფლნენ.

გამოიწერე ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები