სუპერ თასი | შავი ლომის 5 ცვლილება მეორე შეხვედრისთვის
Aa
Aa

სუპერ თასი | შავი ლომის 5 ცვლილება მეორე შეხვედრისთვის

პირველმა ქართულმა პროფესიონალურმა ფრენჩაიზმა, „შავმა ლომმა“ პირველი, ისტორიული მატჩი გაიმართა.

რაგბი ევროპის სუპერ თასზე, „შავი ლომი“ ისრაელის წარმომადგენელ „თელავივ ჰიტს“ დაუპირისპირდა და ანგარიშით - 33-10 დაამარცხა.

გუნდი პენზაში (რუსეთი) გაფრინდა და  „ლოკომოტივი პენზასთან" მორიგ შეხვედრას 23 ოქტომბერს, თბილისის დროით 13:30 საათიდან გამართავს.

სასტარტო შემადგენლობაში ხუთი ცვლილებაა. ტრავმირებული სოსო მათიაშვილის ნაცვლად, ფულბეკად თამაშს ლაშა ხმალაძე იწყებს. ფრთაზე სანდრო თოდუას მარქაფიდან ადგილი გაუცვალა მირიან მოდებაძემ. ძირითადში დაწინაურდა 9 ნომერი თენგიზ პერანიძე, გიორგი ბეგაძე კი ამ ტურში ისვენებს.

წინა თამაშის შემდეგ სასტარტოში ადგილი შეინარჩუნა ფრთამ აკა ტაბუცაძემ, რომელმაც „ჰითსს" სამი ლელო გაუტანა, ასევე მგეზავმა  გიორგი ბაბუნაშვილმა. უცვლელი დარჩა ცენტრიც – მერაბ შარიქაძე და დემურ თაფლაძე.

შეიცვალა ორივე ბურჯი და გოგა ქადარიასა და მიხეილ წიკლაურის ნაცვლად, თამაშს მიხეილ ორაგველიძე და ნიკა პატარაია იწყებენ. ძირითადშია კვაჭი შალვა მამუკაშვილი. ასევე უცვლელია შერკინების მეორე (ნოდარ ჭეიშვილი, დავით გიგაური) და მესამე ხაზი (ნიკო აფციაური, სანდრო მამამთავრიშვილი, ლუკა ივანიშვილი).

სასტარტო შემადგენლობაში მყოფი მორაგბეებიდან რაგბი ევროპის სუპერ თასზე პირველად ითამაშებს პატარაია. ასეთი სამი მორაგბეა მარქაფაში – გოგა ხუროშვილი, ლუკა მატკავა და ლაშა ლომიძე.

ინფორმაციასა და ფოტომასალას რაგბის კავშირი ავრცელებს.

გამოიწერე ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები