სადებიუტო გოლი - ჯინჯოლავამ მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო
Aa
Aa

სადებიუტო გოლი - ჯინჯოლავამ მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო

ესპანეთის რანგით მე-4 ლიგაში ''კადისის'' სარეზერვო გუნდის რიგებში გიორგი ჯინჯოლავამ სადებიუტო გოლი გაიტანა. მე-7 ტურში 21 წლის ქართველმა მცველმა ''პანადერია პულიდოს'' მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო და ლამაზი გოლით ანგარიში გახსნა. მატჩი ''კადისი ბ''-ს გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

შეგახსენებთ, გიორგი ჯინჯოლავა ესპანურ კლუბში გასულ ზაფხულში ერთწლიანი იჯარით გადავიდა. ამ ეტაპზე ''კადისის'' სარეზერვო გუნდში ასპარეზობს, რომელიც რანგით მეოთხე ლიგაში გამოდის.

21 წლის ჯინჯოლავამ ესპანეთის რანგით მე-4 ლიგაში 5 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები