თალიბანმა ქალ ფრენბურთელს თავი მოჰკვეთა და ფოტოები სოცქსელებში გაავრცელა
Aa
Aa

თალიბანმა ქალ ფრენბურთელს თავი მოჰკვეთა და ფოტოები სოცქსელებში გაავრცელა

თალიბანის მოძრაობის წევრებმა ქალ ფრენბურთელს, მაჰჯაბინ ჰაკიმის თავი მოჰკვეთეს და მისი მოკვეთილი თავის ფოტოები სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნეს. ეს ინფორმაცია ჰაკიმის ერთ-ერთმა მწვრთნელმა გაავრცელა, რომელმაც ანონიმურობის შენარჩუნება ისურვა.

ჰაკიმი ქაბულის მუნიციპალიტეტის საფრენბურთო კლუბის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო და იგი ავღანეთის დედაქალაქში, სპორტსმენების ძიების ოპერაციის ფარგლებში მოკლეს. ჰაკიმი სიცოცხლეს ოქტომბრის დასაწყისში გამოასალმეს, მაგრამ მისი სიკვდილი საიდუმლოდ დარჩა, რადგან მის ოჯახს ხმის ამოღების შემთხვევაში, მოკვლით დაემუქრნენ.

„ავღანეთის ფრენბურთის ქალთა ეროვნული ნაკრების ყველა მოთამაშე და სხვა ქალი სპორტსმენები საშინელ მდგომარეობაში იმყოფებიან და უდიდესი შიშის ქვეშ არიან. ყველა მათგანი იძულებული იყო გაქცეულიყო და თალიბანისთვის უცნობ ადგილებში ეცხოვრათ“, - განაცხადა ჰაკიმის მწვრთნელმა ერთ-ერთ ადგილობრივ გამოცემასთან საუბრისას.

ცნობისთვის, გასულ თვეში, ერთ-ერთი ფრენბურთელი, ზაჰრა ფაიაზი BBC-ის ესაუბრა და განაცხადა, რომ თალიბანის მმართველობაში მოსვლის შემდეგ, მათ რამდენიმე სპორტსმენი მოკლეს, სხვებს კი გაქცევა და მიმალვაში ყოფნა მოუწია.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

ცხელი ამბები