„ვალბუენა საკუთარი ქმედებების მსხვერპლია
Aa
Aa

„ვალბუენა საკუთარი ქმედებების მსხვერპლია" - ბენზემას ადვოკატების განცხადება

ვერსალში მატიე ვალბუენას შანტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. გუშინ, პროკურატურამ მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელ კარიმ ბენზემასთვის 10-თვიანი პირობითი პატიმრობა და 75 000 ევროს ოდენობის ჯარიმის დაკისრება მოითხოვა, დღეს კი ფრანგი შემტევის ადვოკატების პოზიცია გახდა ცნობილი.

„ვალბუენა საკუთარი ქმედებების მსხვერპლია, რადგან ვიდეო მან თავად გადაიღო და რაც მთავარია, ქალბატონი, რომელსაც ვიდეოში ვხედავთ, არავის აინტერესებს. ვალბუენამ ვიდეო „სელფის“ რეჟიმში გადაიღო და ახალგაზრდა ქალბატონმა არ იცის, რომ მას ვიდეოს უღებენ. სქესობრივი აქტისას ნებართვის გარეშე ვინმესთვის ვიდეოს გადაღება კი დანაშაულს წარმოადგენს.

ბენზემას მთელი კარიერის განმავლობაში მხოლოდ 3 ყვითელი ბარათი მიუღია. მას 2 კლუბში უთამაშია და საფრანგეთში გადასახადებს კვლავ იხდის. მას ასეთი ხასიათი აქვს და შეგიძლიათ, მითხრათ, რატომ შეუერთდებოდა კრიმინალურ დაჯგუფებას“?

შეგახსენებთ, რომ ბენზემა და ვალბუენა ერთად საფრანგეთის ნაკრებში თამაშობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, 33 წლის თავდამსხმელი მატიეს ფულის გადახდას აიძულებდა, რათა მისი ინტიმური ცხოვრების ამსახველი კადრები არ გავრცელებულიყო.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ ფრანგული პრესის ინფორმაციით, მაქსიმალური სასჯელი, რომელიც შესაძლოა, ბენზემამ მიიღოს 5-წლიანი პატიმრობა და ფულადი ჯარიმის სახით 75 000 ევროს გადახდა იქნება.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები