საკვალიფიკაციო ეტაპი - 17-წლამდე ნაკრებმა ისლანდიასთან ქულები გაიყო
Aa
Aa

საკვალიფიკაციო ეტაპი - 17-წლამდე ნაკრებმა ისლანდიასთან ქულები გაიყო

საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა გამართა. გიორგი ჩიტაურის გუნდი ისლანდიას დაუპირისპირდა და ფრეს დასჯერდა.

პირველ ნახევარში ქართველები სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და ეს ანგარიშზეც აისახა. 32-ე წუთზე, ჩიტაურის შეგირდებს დაწინაურება შეეძლოთ და თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება მიიღეს, მაგრამ გიორგი ტაბატაძის პენალტი ისლანდიელთა მეკარემ მოიგერია.

ქართველმა ახალგაზრდებმა საწყისი ნახევარი მაინც მოიგეს და ანგარიში 41-ე წუთზე გახსნეს. ჩვენი გუნდი წინ თენგიზ ალიბეგაშვილმა გაიყვანა, რომელმაც ლუკა პარკაძის შედეგიანი გადაცემით ისარგებლა. ისლანდიელებმა წონასწორობა 81-ე წუთზე აღადგინეს. სოსო კოპალიანის კარი დანიელ გუდიონსენმა დალაშქრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:1.

ისლანდიასთან ნათამაშები ფრის შემდეგ, საქართველოს 17-წლამდე ნაკრებს 1 ქულა აქვს. ჩიტაურის გუნდი მომდევნო შეხვედრას 25 ოქტომბერს გამართავს და უნგრეთს დაუპირისპირდება, რომელმაც პირველ მატჩში ესტონეთს 3-0 სძლია.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები