ბაქოს გრანდ სლემზე საქართველო არასრული შემადგენლობით იასპარეზებს
5-7 ნოემბერს, აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო გრანდ სლემს უმასპინძლებს, სადაც ბუნებრივია, გულშემატკივარი ქართველ სპორტმენებსაც იხილავს, თუმცა ჩვენი ქვეყნის განაცხადი ამჯერად ოპტიმალური არ არის.
თავდაპირველ განაცხადს გამოაკლდნენ ლიდერები: ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ.), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ.). საინტერესოა ისიც, რომ ცვლილება შეეხო ქალთა შემადგენლობასაც. თუ აქამდე ვიცოდით, რომ ბაქოში საქართველოს სახელით მარიამ ჯანაშვილსა და მზია ბებოშვილს (ორივე -52) უნდა ეასაპარეზათ, უკვე ცნობილია, რომ მომავალ ტურნიტზე არცერთ მათგანს აღარ ვიხილავთ.
თავდაპირველ განაცხადში არ იყვნენ ონისე სანებლიძე და მიხეილ ჯაფარიძე (-100), თუმცა შემადგენლობას ეს ორი ძიუდოისტი დაემატა. საბოლოო ჯამში კი, საქართველო ბაქო გრანდ სლემზე 10 სპორტსმენით წარსდგება:
60 კგ - ჯაბა პაპინაშვილი
66 კგ - ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი
73 კგ - ჯუმბერ მელაძე
81 კგ - თორნიკე ფოლადაშვილი, გიორგი შერაზადიშვილი
90 კგ - ლაშა ბექაური, ბექა ღვინიაშვილი
100 კგ - ონისე სანებლიძე, მიხეილ ჯაფარიძე
აღსანიშნავია, რომ ტოკიო 2020-ის შემდეგ, ბაქოს გრანდ სლემი პირველი ტურნირი იქნება ლაშა ბექაურისთვის, რომელიც მომდევნო 3 წლის განმავლობაში კიმონოზე ოქროს არშიით იასპარეზებს.
გამოიწერე ჩვენი Youtube არხი