Aa
Aa

"თავის საუკეთესო ფორმას იბრუნებს" - ბელგიური მედია ჩაკვეტაძეზე

„გენტი“ ჩემპიონატში მორიგი მნიშვნელოვანი მატჩისთვის ემზადება. ჰეინ ვანჰეზებრუკის გუნდი მე-12 ტურში სტუმრად „გენკს“ დაუპირისპირდება.

გიორგი ჩაკვეტაძის გუნდმა ბოლო მატჩი კონფერენს ლიგაზე ჩაატარა და ბელგრადში „ცრვენა ზვეზდას“ 1:0 მოუგო. ქართველი შემტევი სასტარტოში იყო და მოედანზე აქტიურობით გამოირჩა.

მოახლოებული მატჩის წინ, ბელგიურმა გამოცემამ Voetbalnieuws-მა ჩაკვეტაძის შესახებ დაწერა და აღნიშნა, რომ გუნდს მისი და ვადის ოჯიჯა ოფოეს ტანდემმა უნდა ულიდეროს.

„ჩაკვეტაძე, რომელიც ბოლო დროს თითქმის ყოველთვის ტრავმირებული იყო, გუნდისთვის სოლიდური დანამატია. 22 წლის გამთამაშებელი, რომელიც 80 წუთის განმავლობაში კომბინაციებში აქტიურად იყო ჩართული, როგორც ჩანს თავის საუკეთესო ფორმას იბრუნებს.

ახლა როდესაც ჩაკვეტაძეს ანტვერპენთან მიღებული დისკვალიფიკაციის ვადა გაუვიდა, ოჯიჯასთან ერთად, მოედანზე სხვაობის შექმნა კვლავ შეეძლება“.

- წერს ბელგიური გამოცემა.

ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში 6 მატჩი ჩაატარა და 2 საგოლე გადაცემის შესრულებაც მოახერხა. ქართველი ფეხბურთელი ნელ-ნელა სასურველი ფორმისკენ მიიწევს, რასაც ბელგიური გამოცემები სულ უფრო ხშირად აღნიშნავენ.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები