''ეს მარცხი ჩემი მასწავლებელია'' - ლაზიშვილი UFC-ში დებიუტის შემდეგ
Aa
Aa

''ეს მარცხი ჩემი მასწავლებელია'' - ლაზიშვილი UFC-ში დებიუტის შემდეგ

UFC-ში 29 წლის ქართველი მებრძოლის, ზვიად ლაზიშვილის დებიუტი წარუმატებელი გამოვიდა. მისი მეტოქე ჯონათან მარტინესი იყო. არბიტრთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გამარჯვება მექსიკელმა მოიპოვა (30-27, 29-28, 29-28). ლაზიშვილმა და მარტინესმა სამ 5-წუთიან რაუნდში ბოლომდე იჩხუბეს, ქართველმა ყველა რაუნდი დათმო.

შეხვედრის შემდეგ ლაზიშვილმა Facebook-ში მის ოფიციალურ გვერდზე დაწერა:

''ბრძოლა წავაგე მაგრამ ომი ჯერ არ დასრულებულა. ვიჩქარე? შეიძლება, მოწინააღმდეგეზე მეტად ალბათ ჩემი თავი გამოვცადე და ვერ აღვიდგინე. არ დავნებდები, ეს მარცხი ჩემი მასწავლებელია. მადლობა ყველას გვერდით დგომისთვის!''

ლაზიშვილი UFC VEGAS 41-ის ოქტაგონზე პირველად გავიდა და მე-7 ქართველი მებრძოლი გახდა, რომელმაც UFC-ში მონაწილეობა მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები