აჩი არველაძე: ,,თუ პოლიტიკურ მოედანზე შევალ, ამით ადამიანებს დავკარგავ
Aa
Aa

აჩი არველაძე: ,,თუ პოლიტიკურ მოედანზე შევალ, ამით ადამიანებს დავკარგავ"

საქართველოს პირველი არხის ეთერში სტუმრად აჩი არველაძე იმყოფებოდა. გადაცემაში ,,გორგილაძის აუტანტელი სიმსუბუქე" საუბარი სხვადასხვა თემას შეეხო, მათ შორის, ყოფილი ფეხბურთელისა და პოლიტიკის ურთიერთობას.

აჩი არველაძე

თუ პოლიტიკურ მოედანზე შევალ, ამით ადამიანების 50%-ს უკვე დავკარგავ, ანუ მათ, ვისაც ჩემი პოლიტიკური ხედვა არ მოეწონება. ღმერთს ვთხოვ, რომ არ გამიჭირდეს ისე, პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება მივიღო.

მქონია შემოთავაზება მაჟორიტარი ვყოფილიყავი, მითუმეტეს, ისეთი პარტიიდან, დარწმუნებული ვარ, უპრობლემოდ მოვიგებდი, მაგრამ პირველი, რაც ვთქვი იყო ის, რომ - პოლიტიკურ ბრძოლას ვერანაირად მოვუგებ ჩემს კონკურენტ პოლიტიკოსს, იმიტომ, რომ ამ საქმეში მჯობს მიუხედავად იმის, რომ მაქვს საშუალება, შემფუთონ, დამსვან ვიტრინაში და პარტიული თვალსაზრისით ძლიერად გამოვიყურებოდე.

აჩი არველაძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 1994–2002 წლებში თამაშობდა, რომლის შემადგენლობაშიც 31 შეხვედრა ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. 

მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 1994 წლის ივნისში, ნიგერიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართულ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში შედგა, ხოლო ბოლო მატჩი - 2002 წლის სექტემბერში, შვეიცარიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ.

გამოიწერე ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები