ბრწყინვალე ასპარეზობა  - კანოეს ნაკრების 14 მედალი ლიმასოლიდან
Aa
Aa

ბრწყინვალე ასპარეზობა - კანოეს ნაკრების 14 მედალი ლიმასოლიდან

კანოეს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მონაწილეობა საერთაშორისო ტურნირზე მიიღო. კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში გამართულ შეჯიბრზე ჩვენი ნაკრები 9 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი.

აღნიშნულ ტურნირზე ქართველმა სპორტსმენებმა 14 მედალი (9 ოქროს, 4 ვერცხლის და 1 ბრინჯაო) მოიპოვეს. ჩემპიონები ლიდია სულაბერიძე, გიორგი კვერნაძე, გია გაბედავა, თორნიკე ბერიძე, მათე ჯაფარიძე და მურმან მალანია გახდნენ. ვერცხლი გია გაბედავამ, თორნიკე ბერიძემ და მათე ჯაფარიძემ დაისაკუთრეს, ხოლო ბრინჯაოს მედალს თენგო მაღრაძე დასჯერდა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მომავალი საბიუჯეტო წლიდან, სამინისტროსა და ფოთის მუნიციპალიტეტის ჩართულობით შემუშავდება კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომლის შესაბამისადაც, ეტაპობრივად მოხდება მალთაყვის სანიჩბოსნო ბაზის რეაბილიტაცია

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები