ნაკრების ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა, თუმცა შვედეთთან დანაკლისი მაინც არის
Aa
Aa

ნაკრების ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა, თუმცა შვედეთთან დანაკლისი მაინც არის

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრას ჩვენი გუნდი შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ 11 ნოემბერს, ბათუმში გამართავს. საქართველოსა და უზბეკეთის ნაკრებების საერთაშორისო ამხანაგური მატჩი კი 15 ნოემბერს, გორში შედგება.

ამით ჩვენი გუნდი კალენდარულ წელს დაასრულებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ნოემბრის შეხვდერებისთვის განაცხადი გულშემატკივას დღეს გაუზიარა. მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად განაცხადის, შვედეთთან მატჩში დანაკლისი დაცვის კუთხით მაინც იქნება -  საკვალიფიკაციო ეტაპზე მიღებული ყვითელი ბარათების გამო მომავალ შეხვედრას გურამ გიორბელიძე და ლაშა დვალი გამოტოვებენ.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მზადებას 8 ნოემბრიდან დაიწყებს.

11 ნოემბერს, საქართველოსა და შვედეთის ნაკრებების შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 21:00 საათიდან შემოგვთავაზებს.

გამოიწერე ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები