კაშიას საგოლე გადაცემა - უხვგოლიან შეხვედრაში სლოვანმა ლინკოლნი დაამარცხა
Aa
Aa

კაშიას საგოლე გადაცემა - უხვგოლიან შეხვედრაში სლოვანმა ლინკოლნი დაამარცხა

კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე მატჩში ლინკოლნმა ქართველი ლეგიონერების სლოვანს უმასპინძლა. შეხვედრა უხგოლიანი გამოვიდა და საბოლოოდ, ქართველი გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობი სპეციალისტის, ვლადიმირ ვაისის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

71-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1-3 იყო, გურამ კაშიას საგოლე გადაცემით შეხვედრის საბოლოო ანგარიშს წერტილი დაესვა (1-4).

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: გურამ კაშია და ჯაბა კანკავა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ და სრული სათამაშო დრო მიიღეს.

4 მატჩის შემდეგ, სლოვანს F ჯგუფში 7 ქულა აქვს (2 გამარჯვება, 1 ფრე, 1 მარცხი).

აღსანიშნავია, რომ ამავე ჯგუფში კიდევ ერთი ქართველია - ამ წუთებში დავით ხოჭოლავას კოპენჰაგენი პაოკ-ს ხვდება და ჯერჯერობით, მინიმალური სხვაობით მარცხდება (1-0).

გამოიწერე ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები