საკვალიფიკაციო ეტაპი - ჩვენმა ხელბურთელებმა დიდი ბრიტანეთის ნაკრები დაამარცხეს
Aa
Aa

საკვალიფიკაციო ეტაპი - ჩვენმა ხელბურთელებმა დიდი ბრიტანეთის ნაკრები დაამარცხეს

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ფინეთში იმყოფება და 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს მართავს.

ტურნირის პირველ დღეს ჩვენმა ხელბურთელებმა დიდი ბრიტანეთის ნაკრები ანგარიშით 32:26 დაამარცხეს. საქართველოს ნაკრებში საუკეთესო რევაზ ჭანტურია იყო, რომელმაც ბრიტანელებს 6 გოლი გაუტანა.

მეორე შეხვედრას სანდუ ფლორინ იაკობის შეგირდები ხვალ გამართავენ და საკვალიფიკაციო ეტაპის მასპინძელ ფინეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

ფინელებმა ჯგუფის გახსნით შეხვედრაში ესტონეთის ნაკრებს ანგარიშით 35:30 მოუგეს. ესტონელებს ჩვენი ხელბურთელები კვირას 20:00 საათზე შეხვდებიან.

შეგახსენებთ, რომ  ჯგუფში ორი საუკეთესო გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლებს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები