წყვილთა თანრიგი | გორგოძე მონტევიდეოს ტურნირის გამარჯვებულია
Aa
Aa

წყვილთა თანრიგი | გორგოძე მონტევიდეოს ტურნირის გამარჯვებულია

ქართველმა ჩოგბურთელმა, ეკატერინე გორგოძემ, ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში მიმდინარე WTA-ს ტურნირზე ასპარეზობა წარმატებით დაასრულა.

გორგოძემ, ერთეულთა თანრიგში მეოთხედფინალურ ეტაპზე, ჩინელი ოპუ 2 სეტში დამაჯერებლად - 6-1, 6-3 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც შეხვედრა ტურნირის მეხუთე ნომრად განთესილი ფრანგი დაიან პარის წინააღმდეგ - 2-6, 2-6 დათმო, თუმცა წყვილთა თანრიგში საუკეთესო შედეგი აჩვენა.

რუმინელ ირინა ბარასთან ერთად, გორგოძემ, ნახევარფინალში, არგენტინულ-ბრაზილიური დუეტი ორ სეტში - 6-2, 7-5 დაამარცხა და არც ფინალის მოგება გასჭირვებია - ალვესი-ბასოლსის წყვილს ანგარიშით - 2-0 მოუგო (6-4, 6-3).

დაპირისპირება 1 საათსა და 18 წუთს გაგრძელდა.

ბოლო დროს ეკატერინე გორგოძე წარმატებით ასპარეზობს. რუმინეთში ქალთა წყვილთა თანრიგში Transylvania Open-ზე ქართველმა ჩოგბურთელმა რუმინელ ბარასთან ერთად გამარჯვებას მიაღწია.

ტურნირის საპრიზო ფონდი 235 238 დოლარი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხიზანიშვილი: ,,ბოლო შეხვედრებში „მე“ ბევრ ფეხბურთელს უკან ჰქონდა გადაწეული“
ხიზანიშვილი: ,,ბოლო შეხვედრებში „მე“ ბევრ ფეხბურთელს უკან ჰქონდა გადაწეული“