ჩოგბურთელი, რომელსაც მსოფლიო ეძებდა, საზოგადოებაში გამოჩნდა
Aa
Aa

ჩოგბურთელი, რომელსაც მსოფლიო ეძებდა, საზოგადოებაში გამოჩნდა

მსოფლიო ჩინელ ჩოგბურთელს, შუაი პენს ეძებდა.

წყვილებს შორის უიმბლდონის გამარჯვებული მას შემდეგ გაუჩანირდა, როდესაც მან ჩინეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი, ჩჟან გაოლი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. ჩოგბურთელმა ჩინურ სოციალურ ქსელ Weibo-ში სკანდალური პოსტი გამოაქვეყნა, თუმცა პოსტი მალევე წაიშალა, მისი  გვერდი კი სოციალურ ქსელში აღარ იძებნებოდა.

მოგვიანებით, გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ჩოგბურთელი პეკინში, სადაც ბავშვთა საჩოგბურთო ტურნირს ესწრება.

ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) სპიკერის განმარტებით, სოციალურ ქსელებში გავრცელებული მასალა ჩინეთის მიერ კონტროლირებადი მედიისა და სპორტში ჩართული ადამიანების მიერაა დასპონსორებული, შესაბამისად, საფრთხე, რომ ჩოგბურთელი შესაძლოა, უსაფრთხოდ არ იყოს, რეალურია. 

უცხოური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით, შუაი პენსა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, თომას ბახს შორის ვიდეო-ზარი შედგა, სადაც ჩოგბურთელმა პრეზიდენტს განუმარტა, რომ თავს კარგად გრძნობს, უსაფრთხოდაა და სურს, მისი პირადი ცხოვრება კონფიდენციალური იყოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სვანაძე: ,,ინგლისთან გამარჯვება რწმენის კუთხით მნიშვნელოვანი იყო"
სვანაძე: ,,ინგლისთან გამარჯვება რწმენის კუთხით მნიშვნელოვანი იყო"