Aa
Aa

"ილია კოკაიას გარდაცვალება დიდი დანაკლისია ქართული ფეხბურთისთვის" - ფეხბურთის ფედერაცის განცხადება

საფეხბურთო კლუბ ''ზესტაფონის'' მფლობელი ილია კოკაია ტრაგიკულად გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით ილია კოკაია მწვერვალ დედაენაზე მეგობარ ლევან მუშკუდიანთან ერთად იმყოფებოდა. მუშკუდიანის თქმით, კოკაია დაცურდა, თავი დაარტყა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდარ ინციდენტზე ფეხბურთის ფედერაციამ განცხადება გაავრცელა :

“საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" დამფუძნებლისა და პრეზიდენტის ილია კოკაიას ტრაგიკული გარდაცვალების გამო.ილია კოკაიას სახელს უკავშირდება საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის"წარმატება. კლუბი 2010-11 და 2011-12 წლებში ზედიზედ ორჯერ საქართველოს ჩემპიონი გახდა. ამავე სეზონებში ზესტაფონურმა კლუბმა ქვეყნის სუპერთასის მოპოვება შეძლო. 2007-08 წლების სეზონში კი "ზესტაფონი" საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასს დაეუფლა.ილია კოკაიას ტრაგიკული გარდაცვალება დიდი დანაკლისია ქართული ფეხბურთისთვის. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია  უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, მის მეგობრებს, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" და სრულიად საფეხბურთო ოჯახს.”- წერია განცხადებაში

ილია კოკაიას მმართველობის პერიოდში საფეხბურთო კლუბი ''ზესტაფონი'' საქართველოს ჩემპიონი ორჯერ გახდა (2010-11, 2011-12). ასევე, მოიპოვა საქართველოს თასი (2007-08) და საქართველოს სუპერთასი (2011, 2012)

CrystalSport-ის რედაქცია იზიარებს გარდაცვლილის ოჯახისა და მეგობრების მწუხარებას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები