Aa
Aa

"არის აქ ვინმე, ვინც ფიქრობს, რომ მიუნხენში წავალთ და ვერ მოვიგებთ?"

ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში „ბარსელონამ“ ლისაბონის „ბენფიკას“ შინ დამარცხება ვერ შეძლო (0:0) და ჯგუფში სიტუაცია უკიდურესად გაირთულა. თუ, კატალონიელები ბოლო ტურში მიუნხენში „ბაიერნს“ ვერ დაამარცხებენ და პორტუგალიელები საკუთარ კედლებში კიევის „დინამოს“ მოუგებენ, ასეთ შემთხვევაში ჩავის გუნდი პლეი-ოფში გასვლას ვერ შეძლებს.

დღეს მადრიდულმა AS-მა ჩავის სიტყვები გაავრცელა, რომელმაც „ბენფიკასთან“ მატჩის შემდეგ გასახდელში ფეხბურთელებს მიმართა:

„არის აქ ვინმე, ვინც ფიქრობს, რომ მიუნხენში წავალთ და ვერ მოვიგებთ? ჩვენ საკუთარ თავზე ვართ დამოკიდებულნი და ფეხბურთში ეს ყოველთვის საჩუქარია. ასევე ფეხბურთი ყოველთვის გაძლევს შესაძლებლობებს.

ხალხი ამაყობს თქვენით, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი ინტენსივობით თამაშისას ნებისმიერისთვის შეგვიძლია კონკურენციის გაწევა“.

ჩავიმ გუნდის ფსიქოლოგიურად დამუხტვა და როგორც ესპანური პრესა წერს - „შოკური თერაპია“ „ბაიერნთან“ მატჩამდე 15 დღით ადრე დაიწყო.

კატალონიელებს ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურისთვის სავარაუდოდ ანსუ ფატი დაუბრუნდებათ და ჩავი შეტევაში ოპტიმალურ სამეულს გაამწესებს.

AS-ი წერს, რომ თუ ფატი დაბრუნებას მოასწრებს, მიუნხენში მხოლოდ მეორე ტაიმის თამაშს შეძლებს, ისე როგორც ეს დემბელემ „ბენფიკასთან“ გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ახალი რეკორდი ლიგაზე - რონალდუ ისტორიის წერას აგრძელებს
ახალი რეკორდი ლიგაზე - რონალდუ ისტორიის წერას აგრძელებს