ბათუმის დინამო დაამარცხა - საბურთალო საქართველოს თასის ფინალშია
Aa
Aa

ბათუმის დინამო დაამარცხა - საბურთალო საქართველოს თასის ფინალშია

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მეორე ნახევარფინალურ დაპირისპირებას ერთმანეთს „საბურთალო“ და ბათუმის „დინამო“ შეხვდნენ. თბილისურმა კლუბმა 2:1 გაიმარჯვა და ფინალში გავიდა.

მატჩში ძირითადად „საბურთალო“ აქტიურობდა და სცენარი მათი კარნახით მიმდინარეობდა. გია გეგუჩაძის გუნდს საკმაოდ უჭირდა და ეს მატჩის შედეგშიც აისახა. ანგარიში 34-ე წუთზე მანდრიჩენკომ გახსნა. პირველი ნახევარი ამ შედეგით დასრულდა.

მეორე ტაიმში სიტუაცია არ შეცვლილა. ბათუმელებს მომენტების შექმნა უჭირდათ და ამით „საბურთალო“ სარგებლობდა. 54-ე წუთზე 20 წლის შოთა ნონიკაშვილმა გაისროლა, ეფექტური გოლი გაიტანა და სხვაობა ორამდე გაზარდა. თბილისელებმა ამით გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს და მატჩი ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს, თუმცა მატჩის მიწურულს, გია გეგუჩაძის გუნდის სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა, რომელიც მამუჩაშვილმა გოლად აქცია. "დინამოს" დარჩენილი დრო აღარ ეყო და საბოლოოდ "საბურთალომ" გაიმარჯვა.

„საბურთალო“ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალში წყალტუბოს „სამგურალს“ დაუპირისპირდება, რომელმაც ნახევარფინალში უმძიმეს ბრძოლაში ქობულეთის შუქურა 3:2 დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები