ვლაჰოვიჩი:
Aa
Aa

ვლაჰოვიჩი: "ფიორენტინა ევროპაში უნდა დავაბრუნო"

დუსან ვლაჰოვიჩს „ფიორენტინას“ რიგებში შესანიშნავი სეზონი აქვს და მისით ევროპული გრანდები ინტერესდებიან. ყველაზე დიდ ყურადღებას კი ტურინის „იუვენტუსი“ იჩენს. სერბმა თავდამსხმელმა იტალიურ მედიასთან საუბრისას გუნდის და თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„“ფიორენტინა“ დიდებული გუნდია, რომელიც სამწუხაროდ ევროპულ სარბიელზე დიდი ხანია არ ყოფილა. ყველა დაუღალავად ვშრომობთ, რათა ევროპაში დავბრუნდეთ. კლუბში ისეთმა ფეხბურთელებმა მოიყარეს თავი, რომ რაიმე განსაკუთრებულს აუცილებლად იმსახურებენ.

ფეხბურთში ისეთ დონეს მივაღწიე, რომ ახლა ყველა დეტალი მნიშვნელოვანია. ფრთხილად ვარ კვების რაციონთან და მაქსიმალურად ბევრს ვვარჯიშობ. „მილანთან“ მატჩი სიზმარს ჰგავდა. ყველა ეიფორიაში ჩავვარდით, თუმცა მიწაზე მალე დავეშვით და მომდევნო თამაშისთვის მომზადება დავიწყეთ.

ყველა დაპირისპირება „მილანთან“ ჩემთვის განსაკუთრებულია, რადგან იბრაჰიმოვიჩის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება მაქვს. არ ვთვლი, რომ მისი მემკვიდრე ვარ, რადგან ზლატანის დონემდე ბევრი მიკლია. ფაქტი, რომ 40 წლის ასაკში იბრა ამ დონეზე თამაშობს ყველაფერზე მეტყველებს.“

ვლაჰოვიჩი „ფიორენტინაში“

სერბი თავდამსხმელი „იებს“ 2018 წელს შეუერთდა. 2018 წლიდან დღემდე დუსან ვლაჰოვიჩმა ფლორენციული კლუბის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 98-ჯერ მოირგო, 41 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები