ჰალერის დუბლი და დაწერილი ისტორია - აიაქსმა ბეშიქთაში დაამარცხა
Aa
Aa

ჰალერის დუბლი და დაწერილი ისტორია - აიაქსმა ბეშიქთაში დაამარცხა

ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში ამსტერდამის „აიაქსი“ სტუმრად სტამბოლის „ბეშიქთაშს“ დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხდა.

ერიკ ტენ ჰაგის გუნდს B ჯგუფში ქულათა მაქსიმუმი აქვს და ერთპიროვნული ლიდერიც გახლავთ. 5 მატჩი, 5 მოგება, 16 გატანილი და 3 გაშვებული ბურთი.

აღსანიშნავია, რომ ამსტერდამელთა რიგებში ორივე გოლის ავტორი სებასტიან ჰალერი გახდა, რომელიც რობერტ ლევანდოვსკის გაუთანაბრდა და 9-9 გოლით ბომბარდირთა დავას ლიდერობენ. 27 წლის ფორვარდს 2 საგოლე პასიც აქვს (ლევანდოვსკის 1) და ამის გამო პირველ პოზიციაზე სწორედ ის იმყოფება.

ჰალერმა დღეს ისტორია დაწერა. ის ტურნირის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც თავის სადებიუტო სეზონში პირველ 5 შეხვედრაში 9 გოლის გატანა შეძლო.

ასევე აღსანიშნავია, რომ დღეს ამსტერდამელთა კარს ანდრე ონანა იცავდა, რომელსაც 5 თებერვლის შემდეგ თამაში აკრძალული ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის კამერუნელ მეკარეს ევროპული საფეხბურთო ასოციაციის დისციპლინარულმა ორგანომ დოპინგის დარღვევის გამო დისკვალიფიკაცია მისცა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"არის აქ ვინმე, ვინც ფიქრობს, რომ მიუნხენში წავალთ და ვერ მოვიგებთ?"