სიტიმ პსჟ-ს ყველა კომპონენტში აჯობა - პეპის გუნდმა ჯგუფი მოიგო
Aa
Aa

სიტიმ პსჟ-ს ყველა კომპონენტში აჯობა - პეპის გუნდმა ჯგუფი მოიგო

ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში A ჯგუფში პირველადგილოსნის ვინაობა გაირკვა. „მანჩესტერ სიტიმ“ საკუთარ კედლებში პსჟ-ს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

პეპ გუარდიოლას გუნდმა მეტოქეს ყველა სათამაშო კომპონენტში აჯობა და დამსახურებულადაც მოიგო.

შეხვედრაში ანგარიში ფრანგებმა გახსნეს. 50-ე წუთზე მბაპემ მესი-ნეიმარის წამოწყებული შეტევა გოლით დააგვირგვინა.

ამის შემდეგ, „სიტის“ უპირატესობა კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდა. გუარდიოლამ 54-ე წუთზე მოედანზე გაბრიელ ჟესუსი შეუშვა, რომელმაც სტერლინგს საგოლე პასი გაუკეთა, მატჩის მიწურულს კი თავად გაიტანა.

დე ბრუინისა და გრილიშის გარეშე მოთამაშე „სიტიმ“ მრისხანე მეტოქე აშკარად დაჩაგრა და ჯგუფში პირველი ადგილი დამსახურებულად მოიპოვა.

„ქალაქელთათვის“ ეს ზედიზედ მე-5 შემთხვევა არის, როცა ისინი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს პირველ პოზიციაზე ასრულებენ. მსგავსი რამ ინგლისურ კლუბებს შორის მხოლოდ „მანჩესტერ იუნაიტედს“ აქვს გაკეთებული - 2006-07 და 2010-11 წლებში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჰალერის დუბლი და დაწერილი ისტორია - აიაქსმა ბეშიქთაში დაამარცხა
ჰალერის დუბლი და დაწერილი ისტორია - აიაქსმა ბეშიქთაში დაამარცხა