ჯუნიორ მესიასი:
Aa
Aa

ჯუნიორ მესიასი: "ამ გოლს ვუძღვნი ჩემს ოჯახს და ყველას, ვისაც ჩემი სჯეროდა"

„მილანმა“ მადრიდში „ატლეტიკოს“ 87-ე წუთზე ჯუნიორ მესიასის გოლით მოუგო და ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნა.

30 წლის ბრაზილიელს ევროტურნირებზე აქამდე არასდროს უთამაშია და დღეს მან „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ „როსონერის“ უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოაპოვებინა.

მატჩის შემდეგ მესიასმა თავისი ემოციები პრესასთან საუბრისას ვერ დამალა:

„ამ გამარჯვებით ძალიან ბედნიერი ვარ. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ, მაგრამ წინ ჯერ ბევრი სამუშაო გვაქვს.

ჩემი გოლი, ეს ყველაფერი ინსტინქტური იყო, მე უბრალოდ მივყევი მოძრაობას და სიმშვიდე შევინარჩუნე, როცა ბურთი ჩემკენ მოდიოდა. როცა მშვიდად ხარ, დიდი საქმეების გაკეთება შეგიძლია.

რაც დღეს მოხდა, ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია, მაგრამ თავმდაბლობის შენარჩუნება მაინც ძალიან მნიშვნელოვანია. არ უნდა ვიყო არც კრიტიკით და არც კომპლიმენტებით აღფრთოვანებული“.

მესიასი გასულ სეზონში „კროტონეს“ ღირსებას იცავდა. რამდენიმე წლის წინ კი ის თავს მანქანების რეცხვით ირჩენდა. 28 წლამდე ის სამოყვარულო დივიზიონში თამაშობდა.

„ამ გოლს ვუძღვნი ჩემს ოჯახს და ყველას, ვისაც ჩემი სჯეროდა."

- ამბობს მესიასი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"არის აქ ვინმე, ვინც ფიქრობს, რომ მიუნხენში წავალთ და ვერ მოვიგებთ?"