ტოჩინოშინის მორიგი მარცხი - გორგაძემ უარყოფითი ბალანსი დააფიქსირა
Aa
Aa

ტოჩინოშინის მორიგი მარცხი - გორგაძემ უარყოფითი ბალანსი დააფიქსირა

წლის დასკვნით სუპერ ტურნირზე „კიუშუ ბაშოზე“ ტოჩინოშინი მე-12 დღეს მე-16 მაეგაშირა სადანოუმის დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა.

ლევანმა ბრძოლა ცუდად დაიწყო, პირველი კონტაქტი ისეთი ვერ ჰქონდა როგორსაც გეგმავდა, მეტოქემ ნაბიჯი გვერდით გადადგა და ტოჩინოშინმა წონასწორობა დაკარგა, რის შემდეგაც სადანოუმიმ დოჰიოდან მარტივად გადაიყვანა.

გორგაძე სადანოუმის აქამდე 8-ჯერ შეხვდა და მისი დამარცხება 5-ჯერ მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა რიკიშიმ „კიუშუ ბაშოს“ საწყისი 4 შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა და ოთხივეში წაგება ჩაეთვალა. დღევანდელი მარცხის შემდეგ კი უარყოფითი ბალანსი (მაკე-კოში) გაიფორმა და დარჩენილი ბრძოლები მისთვის ფორმალობად იქცა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"არის აქ ვინმე, ვინც ფიქრობს, რომ მიუნხენში წავალთ და ვერ მოვიგებთ?"