ლებრონის მოთხოვნა დაკმაყოფილდა - დარბაზიდან ინდიანას გულშემატკივრები გააძევეს
Aa
Aa

ლებრონის მოთხოვნა დაკმაყოფილდა - დარბაზიდან ინდიანას გულშემატკივრები გააძევეს

„ინდიანასა“ და „ლეიკერსის“ შეხვედრაში საინტერესო რამ მოხდა. მატჩის მიმდინარეობის დროს ოვერტაიმში „პეისერსის“ გულშემატკივრები,რომლებიც პირველ რიგში ისხდნენ დარბაზიდან გააძევეს.

აღნიშნული ფაქტი მას შემდეგ დაფიქსირდა,რაც ლებრონ ჯეიმსმა მსაჯებს მიმართა,რომ კალათბურთელს შეურაცხყოფას აყენებდნენ.

მატჩის შემდეგ ლებრონმა ინციდენტზე საუბარი არ სურდა,უბრალოდ ყველას მიანიშნა,რომ ახალგაზრდა წყვილი თამაშის მიმდინარეობის დროს მის მიმართ უხამსად იქცეოდნენ.

„როცა საქმე ეხება არასასიამოვნო ჟესტიკულაციას და გამონათქვამებს, ამის მოთმენა შეუძლებელია.“ - აღნიშნა ლებრონმა

აღნიშნული შეხვედრა „ლეიკერსის“ გამარჯვებით ოვერტაიმში ანგარიშით 124-116 დასრულდა. გამოსარჩევია,რომ „ინდიანას“ ქართველმა ლეგიონერმა გოგა ბითაძეს მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საკვალიფიკაციო ეტაპი - საქართველომ მზადება დაიწყო
საკვალიფიკაციო ეტაპი - საქართველომ მზადება დაიწყო