ნოდარ ქუმარიტაშვილი დღეს 33 წლის გახდებოდა
Aa
Aa

ნოდარ ქუმარიტაშვილი დღეს 33 წლის გახდებოდა

დღეს 33 წელი შეუსრულდებოდა ქართველ მოციგავეს ნოდარ ქუმარიტაშვილს.

საქართველოს ოლიმპიური გუნდის გამორჩეულ და საოცარი პერსპექტივის სპორტსმენს ნამდვილად დიდი მომავალი ექნებოდა, რომ არა ვანკუვერის 2010 წლის ზამთრის XXI ოლიმპიური თამაშებზე მომხდარი ტრაგიკული საბედისწერო შემთხვევა.

ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელის უკვდავსაყოფად და მისი ხსოვნისადმი პატივის მისაგებად საქართველო და საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობა მუდამ ერთსულოვანი იქნება.

შეგახსენებთ,რომ ნოდარ ქუმარიტაშვილი ზამთრის ოლიმპიადების ისტორიაში მეოთხე სპორტსმენია, რომელიც თამაშებისას დაიღუპა.

2020 წლის დეკემბერში კი კანადაში საქართველოს საელჩოსა და ვანკუვერის ქართული დიასპორული ორგანიზაციის ერთობლივი ძალისხმევით, ვანკუვერის ცენტრალურ "სტენლის პარკში" ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გაიხსნა.

ვანკუვერის მერიის რეგულაციების შესაბამისად, ცნობილი და პოპულარული ვანკუვერელებისადმი მიძღვნილი მემორიალების მსგავსად, სტენლის პარკში განთავსებულ ნოდარ ქუმარიტაშვილის მემორიალსაც სპეციალური სკამის სახე აქვს,რომელზეც ნოდარისადმი მიძღვნილი წარწერაა გაკეთებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები