კონფერენს ლიგა - ყრუაშვილის მორიგი ევროპული მატჩი
Aa
Aa

კონფერენს ლიგა - ყრუაშვილის მორიგი ევროპული მატჩი

9 დეკემბერს უეფა-ს ევროპის კონფერენციის ლიგის ჯგუფური ეტაპის მეექვსე ტურის მატჩები გაიმართება. სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში, ადგილობრივი "პარტიზანი" ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში ფამაგუსტის "ანორთოსისს" უმასპინძლებს. 

უეფას გადაწყვეტილებით, შეხვედრას ქართველი მსაჯები მოემსახურებიან. მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იქნება. მას ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია გაუწევენ. მეოთხე მსაჯი კი დავით ხარიტონაშვილია. 

ქართულმა სამსაჯო ბრიგადამ უეფას ევროპის კონფერენციის ლიგაზე მეხუთე ტურის მატჩზეც იმუშავა. 25 ნოემბერს გოგა კიკაჩეიშვილმა, დავით გაბისონიამ, გიორგი ელიაკშვილმა და ირალი კვირიკაშვილმა, ალმათში "კაირათისა" და "ბაზელის" მატჩი განსაჯეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საკვალიფიკაციო ეტაპი - საქართველოს ნაკრები რთულ ჯგუფში მოხვდა
საკვალიფიკაციო ეტაპი - საქართველოს ნაკრები რთულ ჯგუფში მოხვდა