ქეცბაიას ანორთოსისის მატჩს ქართველები განსჯიან - სად ვუყუროთ შეხვედრას
Aa
Aa

ქეცბაიას ანორთოსისის მატჩს ქართველები განსჯიან - სად ვუყუროთ შეხვედრას

მიმდინარე საღამოს, ევროპის კონფერენციის ლიგის ჯგუფური ეტაპის მეექვსე ტურის მატჩები გაიმართება.

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში, ადგილობრივი პარტიზანი ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში ქართველი სპეციალისტისა და ლეგიონერების ფამაგუსტის ანორთოსისს უმასპინძლებს. 

UEFA-ს გადაწყვეტილებით, შეხვედრას ქართველი მსაჯები მოემსახურებიან. მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იქნება, რომელსაც ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია გაუწევენ. მეოთხე მსაჯი კი დავით ხარიტონაშვილია. 

კონფერენს ლიგაზე, B ჯგუფის მატჩი პარტიზანსა და ანორთოსისს შორის, თბილისის დროით 21:45 საათიდან დაიწყება, შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა კი შესაძლებელი იქნება შემდეგ ბმულზე.

შეგახსენებთ, რომ ქართულმა სამსაჯო ბრიგადამ უეფას ევროპის კონფერენციის ლიგაზე მეხუთე ტურის მატჩზეც იმუშავა.

25 ნოემბერს, გოგა კიკაჩეიშვილმა, დავით გაბისონიამ, გიორგი ელიაკშვილმა და ირალი კვირიკაშვილმა, ალმათში კაირათისა და ბაზელის მატჩი (2-3) განსაჯეს, სადაც გულშემატკივარმა 10 ყვითელი და წითელი ბარათი იხილა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოს თასის 32-წლიან ისტორიაში ახალი რეკორდი დაფიქსირდა
საქართველოს თასის 32-წლიან ისტორიაში ახალი რეკორდი დაფიქსირდა