ტოტენჰემში კოვიდ-აფეთქებაა: კონფერენს ლიგის მატჩი გადაიდო
Aa
Aa

ტოტენჰემში კოვიდ-აფეთქებაა: კონფერენს ლიგის მატჩი გადაიდო

კონფერენს ლიგაზე ტოტენჰემისა და რენის შეხვედრა გადაიდო. მიზეზი კორონავირუსის პანდემიის ის შემთხვევებია, რომელიც ლონდონურ კლუბში დაფიქსირდა.

კლუბმა ინფორმაცია თავად გაავრცელა და დაწერა, რომ რენის გარდა, დაგეგმილია შეხვედრის გადადება ბრაიტონთანაც. ინგლისის პრემიერლიგის მე-16 ტურის შეხვედრა 12 დეკემბერს, თბილისის დროით 18:00 საათიდან იყო ჩანიშნული.

კლუბმა მატჩების გადადება თავად ითხოვა, რადგან ფეხბურთელებისა და სტაფის მნიშვნელოვან ნაწილს COVID-19 დაუდასტურდა.

პრემიერლიგის საბჭომ სამედიცინო პერსონალთან შეთანხმებით ჩვენი მოთხოვნა დააკმაყოფილა.

ტოტენჰემი წუხს და ბოდიშს უხდის როგორც მეტოქე გუნდებს, ასევე გულშემატკივარს. მადლობა ორივე კლუბს გაგებისთვის , - წერს ტოტენჰემი.

ჯერჯერობით, გადადებული შეხვედრების გამართვის თარიღი ცნობილი არაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები