შენგელიას 20 ქულა და ცსკა-ს მარცხი ევროლიგაში
Aa
Aa

შენგელიას 20 ქულა და ცსკა-ს მარცხი ევროლიგაში

თორნიკე შენგელიას ცსკა ევროლიგაში ყაზანის „უნიქსთან“ 66:88 დამარცხდა, თუმცა ქართველი ლეგიონერისთვის ეს მატჩი აქტივში ჩაეწერება.

თოკომ პარკეტზე  25:12 წუთი დაყო და მისი მონაგარი 20 ქულა, 6 მოხსნა, 2 გადაცემა იყო. შენგელიამ 10-დან 8 ზუსტი ორქულიანი ესროლა,  ერთიდან ერთი ზუსტი სამიანი ჩააგდო და ორიდან ერთი საჯარიმო გამოიყენა. ამ ყველაფერს 2 ჩაჭრა და 2 პერსონალური ჯარიმაც დაუმატა.

ჯამში ქართველის მარგი ქმედების კოეფიციენტი 27 იყო, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გახლდათ.

თოკომ შეხვედრა აქტიურად დაიწყო და საწყის 10 წუთში 13 ქულა ჩააგდო, თუმცა ცსკა არადამაჯერებლად გამოიყურებოდა და გუნდურად სუსტად მოქმედებდა. მეტოქემ კი თამაში სრულიად დამსახურებულად მოიგო.

ამ მარცხის შემდეგ მოსკოველებს ევროლიგაში 9 მოგება და 6 მარცხი აქვთ. ცხრილში მე-6 პოზიციაზე იმყოფებიან. მომდევნო შეხვედრას შენგელია და მისი გუნდი სტუმრად გერმანიაში „ალბას“ (17 დეკემბერს) წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
2977 სამ ქულიანი - კარიმ რეი ალენს გადაასწრო და ისტორია დაწერა
2977 სამ ქულიანი - კარიმ რეი ალენს გადაასწრო და ისტორია დაწერა