კვლავ მაკედონიის წინააღმდეგ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Aa
Aa

კვლავ მაკედონიის წინააღმდეგ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის მომავალი, 2022 წელი საკმაოდ დატვირთული იქნება.  ჩვენი გუნდი 2022 წლის მარტში შეიკრიბება და ამხანაგურ შეხვედრას გამართავს (მეტოქე ჯერჯერობით, ცნობილი არ არის), ხოლო იქამდე, UEFA-ს ერთა ლიგის 2022/23 წლის სეზონის შესახებ გავიგეთ.

შვეიცარიის ქალაქ მონტროში, UEFA-ს ერთა ლიგის 2022/23 წლის სეზონის წილისყრა გაიმართა.  ვილი სანიოლის გუნდი C ლიგაშია, სადაც განთესილი მე-3 კალათში გახლდათ (ლიეტუვა, საქართველო აზერბაიჯანი, კოსოვო).

საბოლოოდ, წილისყრამ გამოარკვია, რომ ჩვენი ნაკრები C ლიგის მე-4 ქვეჯგუფში ითამაშებს:

გიბრალტარი, საქართველო, ჩრდილოთ მაკედონია, ბულგარეთი;

როგორც ამ ეტაპისთვისაა ცნობილი,  ერთა ლიგის გათამაშების ახალი სეზონის პირველი და მეორე ტურის მატჩები 2022 წლის 2-8 ივნისს შედგება, მესამე-მეოთხე ტურის შეხვედრები - 8-14 ივნისს, მეხუთე-მეექვსე ტურის თამაშები კი 22-27 - სექტემბერს. ერთა ლიგის ჯგუფების გამარჯვებულებს შორის ნახევარფინალური ეტაპის მატჩი, აგრეთვე, თამაში მესამე ადგილისთვის და  ფინალური შეხვედრები 2023 წლის 14-18 ივნისს გაიმართება.

მატჩების სრული კალენდარი ცნობილი მოგვიანებით გახდება.

საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის ერთა ლიგა უცხო არ არის. მოგეხსენებათ, ჩვენმა გუნდმა შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა და დასრულებული ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში გავიდა, სადაც სამწუხაროდ, ფინალური შეხვედრა კარგად ნაცნობი ჩრდილოთ მაკედონიის წინააღმდეგ, დინამო არენაზე, მინიმალური სხვაობით დათმო (0-1) და ევრო 2020-ზე მოსახვედრად მხოლოდ ერთი ნაბიჯი დაააკლდა.

საინტერესოა ისიც, რომ ჩვენს ჯგუფში მოხვედრილი ბულგარეთი სანიოლის ფორმაციის ნაკრებისთვის ნაცნობია - მიმდინარე წლის 8 სექტემბერს, საქართველოს ნაკრები მომავალ მეტოქეს ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდა და ვასილ ლევსკის სახელობის სტადიონზე 1 გოლი გაუტანა, 4 კი მიიღო (4-1).

სხვადასხვა დროს, საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებები ერთმანეთს 6-ჯერ შეხვდნენ, აქედან 4 მატჩი ოფიციალური იყო, ხოლო 2 - საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრა. საქართველოს ნაკრების სტატისტიკა ბულგარეთის წინააღმდეგ ასეთია: გამარჯვება - 1, ფრე -1, მარცხი - 4 (მათ შორის, 2 ამხანაგური მატჩი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მაკედონიის მწვრთნელი: ,,თანამედროვე ფეხბურთში ადვილი მეტოქე არ არსებობს
მაკედონიის მწვრთნელი: ,,თანამედროვე ფეხბურთში ადვილი მეტოქე არ არსებობს"