ერთა ლიგა 2022/23  | ყველა ჯგუფი დაკომპლექტდა
Aa
Aa

ერთა ლიგა 2022/23 | ყველა ჯგუფი დაკომპლექტდა

შვეიცარიის ქალაქ მონტროში, UEFA-ს ერთა ლიგის 2022/23 წლის სეზონის წილისყრა გაიმართა და შევიტყვეთ, რომ ჩვენი ნაკრები C ლიგის მე-4 ქვეჯგუფში გიბრალტარის,  ჩრდილოთ მაკედონიის და ბულგარეთის წინააღმდეგ ითამაშებს.

საბოლოო ჯამში, აღნიშნულმა წილისყრამ 55 ქვეყანა 4 ლიგის 4 და 2 ქვეჯგუფში გადაანაწილა:

A ლიგა

ჯგუფი 1: საფრანგეთი, დანია, ხორვატია, ავსტრია

ჯგუფი 2: ესპანეთი, პორტუგალია, შვეიცარია, ჩეხეთი

ჯგუფი 3: იტალია, გერმანია, ინგლისი, უნგრეთი

ჯგუფი 4: ბელგია, ნიდერლანდები, პოლონეთი, უელსი

B ლიგა

ჯგუფი 1: უკრაინა, შოტლანდია, ირლანდია, სომხეთი

ჯგუფი 2:  ისლანდია, რუსეთი, ისრაელი, ალბანეთი

ჯგუფი 3: ბოსნია- ჰერცოგოვინა, ფინეთი, რუმინეთი, მონტენეგრო

ჯგუფი 4: შვედეთი, ნორვეგია, სერბეთი, სლოვენია

 

C ლიგა

ჯგუფი 1: თურქეთი, ლუქსემბურგი, ლიეტუვა, ფარერები

ჯგუფი 2: ჩრდილოეთ ირლანდია, საბერძნეთი, კოსოვო კვიპროსი/ესტონეთი

ჯგუფი 3: სკოვაკეთი, ბელარუსი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი/მოლდოვა

ჯგუფი 4: ბულგარეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, საქართველო, გიბრალტარი

D ლიგა

ჯგუფი 1: ლიხტენშტეინი, ანდორა, ყაზახეთი / მოლდოვა, ლატვია

ჯგუფი 2:  სან მარინო , კვიპროსი / ესტონეთი, მალტა

როგორც ამ ეტაპისთვისაა ცნობილი,  ერთა ლიგის გათამაშების ახალი სეზონის პირველი და მეორე ტურის მატჩები 2022 წლის 2-8 ივნისს შედგება, მესამე-მეოთხე ტურის შეხვედრები - 8-14 ივნისს, მეხუთე-მეექვსე ტურის თამაშები კი 22-27 - სექტემბერს. ერთა ლიგის ჯგუფების გამარჯვებულებს შორის ნახევარფინალური ეტაპის მატჩი, აგრეთვე, თამაში მესამე ადგილისთვის და  ფინალური შეხვედრები 2023 წლის 14-18 ივნისს გაიმართება.

მატჩების სრული კალენდარი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვლავ მაკედონიის წინააღმდეგ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
კვლავ მაკედონიის წინააღმდეგ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია