Aa
Aa

"ფერსტაპენის გამარჯვება მარადონას ღმერთის ხელის ტოლფასი უსამართლობაა"

მერსედესის აღმასრულებელმა დირექტორმა ტოტო ვოლფმა აბუ დაბის გრანპრის დრამატული დასასრული, რომელმაც ტიტული Red Bull-ის მძღოლს მაქს ფერსტაპენს მიანიჭა, ფეხბურთის ისტორიულ მოვლენებს შეადარა.

ვოლფმა მაგალითად დიეგო მარადონას გოლი მოიყვანა, რომელიც არგენტინელმა 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ინგლისს ხელით გაუტანა, ასევე ინგლისელთა გოლი გერმანიის წინააღმდეგ 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში.

„ეს არის უსამართლობა, რომელიც, რა თქმა უნდა, მარადონას ღმერთის ხელის ან 1966 წელს უემბლიზე გატანილი გოლის ტოლფასია. რბოლის დირექტორის შეუსაბამობამ ტიტული წაგვართვა. ჩვენ შეგვეძლო გასაჩივრება, მაგრამ არ გვინდოდა ჩემპიონობა სასამართლოში მოგვეპოვებინა“,

- განაცხადა ვოლფმა.

გუნდის უფროსმა დაადასტურა, რომ ფერსტაპენს გამარჯვება მიულოცა:

„დიახ ასე არის. მან მიპასუხა: „დიდი მადლობა, ბრძოლა იყო დაძაბული, მოუთმენლად ველი მომავალ სეზონს". ჩვენ ასევე ვესაუბრეთ რედ ბულის ხელმძღვანელს კრისტიან ჰორნერს. მან დაწერა, რომ ბრძოლა მაგარი გამოდგა და მერსედესში არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისინი გახდნენ კონსტრუქტორთა თასის რვაგზის გამარჯვებული“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზლატანი:
ზლატანი: "მბაპე რონალდოს მაგონებს, ჰოლანდი გოლებით არის შეპყრობილი"