რა ბედი ელის ტალახაძის რეკორდებს? - ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ წონები შეცვალა
Aa
Aa

რა ბედი ელის ტალახაძის რეკორდებს? - ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ წონები შეცვალა

ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ,  XXXIII ოლიმპიურ თამაშებისთვის მზადება უკვე დაიწყო. აღნიშნული ოლიმპიური თამაშების მასპინძელი საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი, 2024 წელს იქნება.

ცნობილია სიახლეებიც - გულშემატკივარი მომდევნო ოლიმპიურ თამაშებზე კარატისტების გამოსვლას ვეღარ იხილავს, რადგან კარატე, როგორც სპორტის სახეობა, 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე წარმოდგენილი აღარ იქნება, ამის გარდა, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ (IWF) პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის წონითი კატეგორიები შეამცირა. ცვლილების მიხედვით, ფიცარნაგზე ხუთ-ხუთი წონითი კატეგორიის სპორტსმენებს ვიხილავთ.

კაცებში მედლების ხუთი კომპლექტი 61, 73, 89, 102 და +102 კილოგრამ წონით კატეგორიებში  გათამაშდება, ხოლო ქალთა ასპარეზობებისთვის -  49, 59, 71, 81 და +81 კილოგრამ წონითი კატეგორიები განისაზღვრა.

წონით კატეგორიებში შეტანილი ცვლილებები თავისთავად გავლენას იქონიებს რეკორდებზეც. აქედან გამომდინარე, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, მსოფლიოს ხუთგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონის ლაშა ტალახაძის მიერ +109 კილოგრამ წონით კატეგორიაში დამყარებული ოლიმპიური რეკორდები ისტორიის კუთვნილება გახდება.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ 28 წლის ლაშა ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონი მეხუთედ გახდა (ჰიუსტონი 2015, ანაჰაიმი 2017, აშხაბადი 2018, ჰატაია 2019, ტაშკენტი 2021) და 3 ახალი მსოფლიო რეკორდი დააფიქსირა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
27 500 000 ლარი - რაგბის კავშირში 2022 წლის ბიუჯეტი წარადგინეს
27 500 000 ლარი - რაგბის კავშირში 2022 წლის ბიუჯეტი წარადგინეს