დიდი დანაკლისის ფონზე - საქართველო ფინეთთან დამარცხდა
Aa
Aa

დიდი დანაკლისის ფონზე - საქართველო ფინეთთან დამარცხდა

საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრები სტუმრად ფინეთს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ 23:30 დამარცხდა. ამ წაგების შემდეგ, ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატის დასკვნით შესარჩევ ეტაპზე, ჯგუფში ვერ გადაინაცვლებს.

აღსანიშნავია, რომ მატჩი აქტიურად ქართველებმა დაიწყეს და ორჯერ წინაც გავიდნენ, თუმცა ამის შემდეგ, მთელი შეხვედრის განმავლობაში „ჩვენებურები“ მდევრის როლში იყვნენ და წინ გასვლის შანსი ფაქტობრივად არ ჰქონდათ. პირველი ტაიმი ფინეთის სასარგებლოდ 18:12 დასრულდა.

მეორე ნახევარი ნაკლებად სანახაობრივი იყო. სცენარი არ შეცვლილა და ძირითადად მასპინძლები დომინირებდნენ, თუმცა ისე აქტიურად აღარ უტევდნენ, როგორც პირველ ტაიმში. მიუხედავად ამისა, მეორე ტაიმი 12:11 დასრულდა და ჯამში საქართველომ 23:30 წააგო.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ საქართველოს ნაკრებს ერთბაშად 7 ხელბურთელი აკლდა. საუბარი ირაკლი ჩიქოვანზე, ხაზეინ რუსტამოვზე, ნიკოლოზ კალანდაძეზე, გიორგი ცხოვრებაძეზე, რევაზ ჭანტურიაზე, ერეკლე არსენაშვილზე და ლექსო წითელიშვილზე გახლავთ.

დღევანდელი განაცხადი კი ასეთი იყო:

  1. გიგა ტორონჯაძე
  2. გიორგი ლაპიაშვილი
  3. მირიან გავაშელიშვილი
  4. ირაკლი კბილაშვილი
  5. ზურაბ ცინცაძე
  6. თეიმურაზ ორჯონიკიძე
  7. უჩა მაისურაძე
  8. ირაკლი გოგოლაძე
  9. სანდრო დარსანია
  10. ზურაბ აბრამიშვილი
  11. გიორგი დიხამინჯია
  12. ზურაბ სიმონია

შეგახსენებთ, რომ ამ ნაკრებების პირველი დაპირისპირება საქართველოში გაიმართა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, თუმცა ჩვენდა სამწუხაროდ 22:22 დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები