ოლიმპიური ჩემპიონი ქეთევან ლოსაბერიძე გარდაიცვალა
Aa
Aa

ოლიმპიური ჩემპიონი ქეთევან ლოსაბერიძე გარდაიცვალა

ლეგენდარული ქართველი მშვილდოსანი ქეთევან ლოსაბერიძე 72 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

ლოსაბერიძე პირველი და ერთადერთი ქალი მშვილდოსანია, ვინც ევროპის კონტინენტიდან ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა (1980). ასევე, ევროპის სამგზის ჩემპიონია (1972 - პირადი და გუნდური ოქროს მედლები, 1978 - გუნდური, 1980 - გუნდური).

მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდურ ჩათვლაში ოქროს მედალი ორჯერ მოიპოვა (1973, 1981).

სპორტულ ჟურნალისტთა კავშირმა 1980 წლის საუკეთესო ქართველ სპორტსმენად დაასახელა.

CrystalSport-ის რედაქცია იზიარებს ოჯახისა და მეგობრების მწუხარებას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები