ბავშვს, რომელიც უმძიმესი დიაგნოზით მკურნალობს, ტალახაძე სოლიდური თანხით დაეხმარა
Aa
Aa

ბავშვს, რომელიც უმძიმესი დიაგნოზით მკურნალობს, ტალახაძე სოლიდური თანხით დაეხმარა

10 წლის საბას, რომელიც თურქეთში უმძიმესი დიაგნოზით მკურნალობს, მსოფლიო ჩემპიონი, ლაშა ტალახაძე სოლიდური თანხით დაეხმარა. ინფორმაციას ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალური ქსელით ავრცელებს და წერს:

ძალიან დიდი მადლობა ლაშა ტალახაძეს, რომელიც სოლიდური თანხით დაეხმარა საბა ბერიშვილს და მითხრა, რამე თუ კიდევ დაჭირდებათ აქ ვარო.

Lasha Talakhadze, ჩემპიონი ხარ , - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.


28 წლის ლაშა ტალახაძე პირველი სპორტსმენია, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ოლიმპიური ჩემპიონის სტატუსი ორჯერ მოიპოვა (2016, 2020). მის ანგარიშზე  მსოფლიოს ოთხი და ევროპის ხუთი ოქროს მედალია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
BILD: ,,ჰოფენჰაიმისა და ლევერკუზენის სპორტულ დირექტორს ჩაკვეტაძე სურდა''
BILD: ,,ჰოფენჰაიმისა და ლევერკუზენის სპორტულ დირექტორს ჩაკვეტაძე სურდა''