ფუტსალის ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა
Aa
Aa

ფუტსალის ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა

ფუტსალის ნაკრები ნიდერლანდებიდან სამშობლოში დაბრუნდა. ავთუკა ასათიანის შეგირდებს აეროპორტში ოჯახის წევრები დახვდნენ.

ავთანდილ ასათიანი - ნაკრების მთავარი მწვრთნელი

ირაკლი თოდუა - ნაკრების წევრი

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე არსებობის ისტორიაში პირველად იასპარეზა. ჯგუფურ ეტაპზე აზერბაიჯანის და ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრებებთან გამარჯვების შემდეგ, ავთანდილ ასათიანის გუნდმა ნაადრევად მოიპოვა მეოთხედფინალის საგზური და კონტინენტის რვა საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა. უეფას ფუტსალის ამჟამინდელ რეიტინგში, ჩვენი ნაკრები მეთერთმეტე ადგილზეა. ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ავთანდილ ასათიანის გუნდი მეჩვიდმეტე პოზიციას იკავებდა.

ფუტსალის ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩები 4 თებერვალს გაიმართება.ამსტერდამის ზიგო დომის არენა უკრაინა - რუსეთის და პორტუგალია - ესპანეთის მატჩებს უმასპინძლებს

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარგალიტი, რომელიც ომმა იმსხვერპლა - რა მდგომარეობაშია ეშერის სპორტული ბაზა
მარგალიტი, რომელიც ომმა იმსხვერპლა - რა მდგომარეობაშია ეშერის სპორტული ბაზა