ძალონსობის შემდეგ ოლიმპიური პროგრამიდან ფეხბურთსაც იღებენ
Aa
Aa

ძალონსობის შემდეგ ოლიმპიური პროგრამიდან ფეხბურთსაც იღებენ

აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ძალოსნობა 2028 წლის ოლიმპიური თამაშების წინასწარი პროგრამიდან ამოიღეს. მიზეზად კორუფციული გარიგებები და დოპინგი სახელდება. ანალოგიურად, ოლიმპიადის მიღმა შესაძლოა, კრივი და ხუთჭიდი აღმოჩნდნენ. 

,,სამეულის" - ძალოსნობის, კრივისა და ხუთჭიდის გარდა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ზაფხულის თამაშებიდან ფეხბურთის ამოღების საკითხიც. მოგეხსენებათ, FIFA-მ განაცხადა, რომ სანაკრებო კალენდართან დაკავშირებით შესაძლო ცვლილებებს სწავლობს და არის შანსი, მუნდიალი ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ვიხილოთ, რასაც UEFA-ს პრეზიდენტი, ალექსანდრ ჩეფერინი კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

FIFA თითოეულ ფედერაციას 16 მილიონ ევროს  იმ შემთხვევაში შესთავაზებს, თუ მუნდიალის ახალი ფორმატი დამტკიცდება. განახლებული კალენდრით, მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას 48 ნაკრები მიიღებს, რომელიც 16 ჯგუფში, 3-3 გუნდად გადანაწილდება. აღნიშნული ცვლილება სწორედ მუნდიალის ახალ ფორმატზე იქნება დამოკიდებული.

ცვლილებები ცნობილი ეტაპობრივად ხდება  - უკვე გაირკვა, რომ გულშემატკივარი მომდევნო ოლიმპიურ თამაშებზე კარატისტების გამოსვლას ვეღარ იხილავს. პროგრამიდან ასევე ამოღებულია სოფტბოლი/ბეისბოლი. 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებს პროგრამაში ერთჯერადად სპორტის კიდევ რამდენიმე სახეობის შეყვანის შესაძლებლობა ჰქონდათ. საბოლოოდ გადაწყდა, რომ ეს სპორტის სახეობები: ბრეიქ დანსი, სერფინგი, სკეიტბორდინგი და სპორტული ცოცვა იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
,,ნოდარზე ფიქრი მტკივნეულია, მაგრამ ძალას მმატებს
,,ნოდარზე ფიქრი მტკივნეულია, მაგრამ ძალას მმატებს" - საბა ქუმარიტაშვილი ბიძაშვილზე