ზედიზედ მეორედ - პორტუგალიამ რუსეთს მოუგო და ევროპის ჩემპიონია
Aa
Aa

ზედიზედ მეორედ - პორტუგალიამ რუსეთს მოუგო და ევროპის ჩემპიონია

ფუტსალის 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული პორტუგალიის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალში რუსეთს 3:2 მოუგეს.

აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელებმა ევროპის ჩემპიონატის მოგება ზედიზედ მეორედ მოახერხეს. ნახევარფინალის მსგავსად ისინი ამჯერადაც 0:2-ს აგებდნენ და მორიგი „ქამბექის“ შესრულება შეძლეს.

რუსებმა საწყის 13 წუთში ორი ბურთის გატანა შეძლეს. თავი ანტონ სოკოლოვმა და ანდრეი აფანასიევმა გამოიჩინეს. პორტუგალიამ ტაიმის მიწურულს ტომაშ პასუს გოლით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. რუსების მეკარემ აშკარა შეცდომა დაუშვა.

მეორე ნახევარში პორტუგალიამ ნელ-ნელა უპირატესობა მოიპოვა და 27-ე წუთზე ანდრე კოელიუს დარტყმის შედეგად რუსების მეკარე პუტილოვი კიდევ ერთხელ შეცდა და ანგარიში გათანაბრდა.

32-ე წუთზე კოელიუმ პორტუგალია წინ გაიყვანა, რის შემდეგაც რუსებმა უპირატესობა დაიბურნეს და რამდენიმე ძალიან სახიფათო მომენტიც შექმნეს, მაგრამ არ გაუმართლათ. საბოლოოდ, ბოლო წამებზე პანი ვარელამ წინ ამოსული რუსები კონტრშეტევაზე დაიჭირა და ცარიელ კარში გაიტანა - 4:2.

პორტუგალიის ნაკრები პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ისტორიაში 2-ბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და ჩემპიონი გახდა. 2 ტიტულით ისინი იტალიას გაუთანაბრდნენ და მხოლოდ 7-გზის ჩემპიონ ესპანეთს ჩამორჩებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩაკვეტაძის დებიუტი მეორე ბუნდესლიგაში - ჰამბურგმა ლიდერს 5:0 მოუგო
ჩაკვეტაძის დებიუტი მეორე ბუნდესლიგაში - ჰამბურგმა ლიდერს 5:0 მოუგო