საერთაშორისო ტურნირი - მოჭიდავეების 5 მედალი ბულგარეთიდან
Aa
Aa

საერთაშორისო ტურნირი - მოჭიდავეების 5 მედალი ბულგარეთიდან

ბულგარეთში მიმდინარე ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე - დან კოლოვისა და ნიკოლა პეტროვის მემორიალზე, ბერძნულ-რომაულ, თავისუფალ, და ქალთა ჭიდაობებში პირველი მედლები გათამაშდა და საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა.

გელა ბოლქვაძე (82 კგ) ტურნირის ჩემპიონი გახდა. ფინალში მან 23-წლამდელთა შორის მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, უნგრელი ტამას ლევაი დაამარცხა, ანგარიშით 7:1.

საჩემპიონო ტიტულამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა ფრიდონ აბულაძეს, რომელმაც 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში იჭიდავა და ვერცხლის მედალს დაეუფლა. ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ: შმაგი ბოლქვაძე (72 კგ) და თორნიკე ძამაშვილი (82 კგ).

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ბულგარეთში გაფართოებული შემადგენლობითაა ჩასული, ოღონდ რამდენიმე გამოცდილი მოჭიდავის გარეშე. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები კი ტურნირში ძირითადად ახალგაზრდული და 23-წლამდელთა ნაკრების წევრებით ჩაება და დღეს ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე გია ავალიანი (70 კგ) ავიდა.

ბულგარულ ტურნირზე მედლები ხვალ და ზეგაც გათამაშდება. შესაბამისად, დღეს წინასწარი ეტაპისა და ნახევარფინალური შეხვედრებიც გაიმართა.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა რობერტ კობლიაშვილმა (87 კგ) და რევაზ ნადარეიშვილმა (97 კგ) დღე წაუგებლად ჩაამთავრეს და ფინალში გავიდნენ. ჩემპიონის ტიტულისთვის ორივე ხვალ იობრძოლებს. ხვალვე, რეპეშაჟის ფინალში იჭიდავებენ: გურამ ხეცურიანი (87 კგ), გიორგი მელია და გიორგი ქაცანაშვილი (ორივე 97 კგ).

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში კვარცხლბეკზე ასვლის შანსს ინარჩუნებენ რობერტ დინგაშვილი, გოგა ძიგუა (ორივე 57 კგ) და დიმიტრი ჯიოევი (74 კგ). ხვალ სამივე მესამე ადგილის დასაკავებლად იბრძოლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თოფურიას დედამ ევლოევს უპასუხა: ,,ილიას სამშობლო ერთი აქვს - საქართველო
თოფურიას დედამ ევლოევს უპასუხა: ,,ილიას სამშობლო ერთი აქვს - საქართველო"