წყალბურთის ჩემპიონთა ლიგა - თბილისის დინამოს ზედიზედ მე-10 მარცხი
Aa
Aa

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგა - თბილისის დინამოს ზედიზედ მე-10 მარცხი

წყალბურთის სამყაროში ჩემპიონთა ლიგის ჯერი დადგა. თბილისის „დინამო“ ბოლოსწინა ადგილზე მყოფ „რადნიჩკს“ დაუპირისპირდა და სამწუხაროდ ზედიზედ მეათე მარცხი იწვნია. სერბულმა კლუბმა თბილისელები 13:17 დაამარცხა და მიმდინარე სეზონში მესამე გამარჯვება მოიპოვა.

პირველი პერიოდი სერბებმა აქტიურად დაიწყეს და „ჩვენებურებს“ შანსი არ ჰქონდათ. „რადნიჩკმა“ 6:3 დააფიქსირა და მეორე მეოთხედის წინ კომფორტული უპირატესობა შეიქმნა. „დინამო“ მარცხს არ ეგუებოდა და მეორე პერიოდში მოწინააღმდეგეს დიდი წინააღმდეგობა გაუწია - 5:5. პირველი ტაიმი კი „რადნიკის“ სასარგებლოდ 11:8 დასრულდა.

მესამე პერიოდი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. გუნდები მომენტებს ცვლიდნენ, თუმცა უფრო ზუსტად სერბები თამაშობდნენ. „რადნიჩკმა“ 4 გოლი გაიტანა, „დინამომ“ 2. გადამწყვეტი პერიოდი ქართულმა კლუბმა აქტიურად დაიწყო და პირველი ორი გოლი სწორედ მათ გაიტანეს და მატჩის გადარჩენის იმედი გაჩნდა, თუმცა დადვანი გააძევეს და სერბებმა სხვაობა შეამცირეს.

საბოლოოდ პერიოდი თბილისელთა სასარგებლოდ 3:3 დასრულდა, მაგრამ „დინამომ“ 13:17 წააგო. ცნობისთვის, ყველაზე შედეგიანი ქართული კლუბიდან ვაკო დადვანი და ვასიჩი 4-4 გოლით იყვნენ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო მატჩს 30 მარტს გამართავს და სტუმრად „ბრეშას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები