ბარსელონა - გალათასარაი და სხვები - ევროპა ლიგის 1/8-ფინალური წყვილები ცნობილია
დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში ევროპა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. საკმაოდ საინტერესო წყვილები მივიღეთ.
რეინჯერსი - ცრვენა ზვეზდა
ბრაგა - მონაკო
პორტუ - ლიონი
ატალანტა - ლევერკუზენი
სევილია - ვესტ ჰემი
ბარსელონა - გალათასარაი
ლაიპციგი - სპარტაკი
ბეტისი - აინტრახტი
The round of 16 is set ✅
— UEFA Europa League (@EuropaLeague) February 25, 2022
???? Best-looking tie? #UELdraw | #UEL pic.twitter.com/aTxFLyNdpt
პირველი შეხვედრები 9-10 მარტს გაიმართება, საპასუხო კი 17 მარტს.
აღსანიშნავია, რომ უეფას გადაწყვეტილებით რუსული და უკრაინული კლუბები თავიანთ მატჩებს საკუთარ მოედანზე ვერ ჩაატარებენ. ამრიგად, მოსკოვის „სპარტაკი“ „ლაიპციგს“ ნეიტრალურ მოედანზე დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ 2021-22 წლების სეზონის ფინალს 18 მაისს სევილიაში, „რამონ სანჩეს პისხუანის“ არენა უმასპინძლებს.