ლაშა ტალახაძე:
Aa
Aa

ლაშა ტალახაძე: "დროა ყველამ ხმა ამოიღოს! ჩემი მხარდაჭერა უკრაინას!"

ორგზის ოლიმპიურმა, ხუთგზის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ უკრაინაში მიმდინარე ომზე განცხადება გაავრცელა და უკრაინელ ხალხს თანადგომა გამოუცხადა:

„ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, არის ერთი ადამიანის უაზრო ახირების ბრალი! ერთი კაცის ომი!

დღეს, უკრაინა არის საქართველოს მდგომარეობაში და ჩემთვის, როგორც რიგითი ქართველისთვის, ორმაგად მძიმეა იმ კადრების ყურება, რაც ტელევიზიასა და სოციალურ ქსელში ვრცელდება.

აღფრთოვანებული ვარ უკრაინელი ხალხის ბრძოლისუნარიანობით!

პუტინი უნდა მიხვდეს, რომ ტყუილად ღვრის უდანაშაულო სისხლს!

დროა ფეხზე დადგეს დედამიწა! დროა ყველამ ხმა ამოიღოს! ჩემი მხარდაჭერა უკრაინას! გულით ვუსურვებ გამარჯვებას ! მშვიდობა იყოს მეგობრებო!

#SlavaUkraini ????????“

- წერს ტალახაძე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''შოკირებულნი ვართ'' - ფორმულა 1-მა რუსეთის გრან პრი გააუქმა
''შოკირებულნი ვართ'' - ფორმულა 1-მა რუსეთის გრან პრი გააუქმა