კვალიფიკაცია მოიგო - ბოლქვაძე ლიონში ითამაშებს
Aa
Aa

კვალიფიკაცია მოიგო - ბოლქვაძე ლიონში ითამაშებს

დასრულდა ლიონის საერთაშორისო ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპი, რომელშიც მონაწილეობას ერთეულთა თანრიგში მარიამ ბოლქვაძე იღებდა. ქართველმა ჩოგბურთელმა ფინალში გაიმარჯვა.

ბოლქვაძის მეტოქე იაპონელი მაი ჰონტამა იყო, რომელიც WTA-ს რეიტინგში 161-ე ადგილს იკავებს. შეხვედრა 1 საათი და 12 წუთი გაგრძელდა. მარიამმა ორივე სეტი იდენტური ანგარიშით 6:3 6:3 მოიგო.

აღსანიშნავია, რომ პირველ სეტში ქართველი ჩოგბურთელი მარცხდებოდა, თუმცა მობილიზება მოახდინა და წარმატების მიღწევა შეძლო. მეორე სეტში იაპონელი 3:1-ს იგებდა, თუმცა ამის შემდეგ ბოლქვაძემ ყველა ჩაწოდება მოიგერია და მატჩი ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

შეგახსენებთ, რომ ლიონის ტურნირი 250-ქულიანთა კატეგორიას მიეკუთვნება და საპრიზო ფონდი 239,477 დოლარი გახლავთ. ცნობისთვის, მარიამის მეტოქე ჯერჯერობით არ გარკვეულა.

ასევე გეტყვით, რომ ფინალური დაპირისპირება ეკო გორგოძემ ვერ მოიგო. მისი მეტოქე სტეფანი ვოგელი იყო, რომელმთანაც 3:6 5:7 დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები